ექიმი - გია ჯაფარიძეს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში - უტარდება კვლევები

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალატვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები.

შესაბამისი განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე სავარაუდოდ, დღეს კლინიკაში დარჩება.

"ჯაფარიძის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება კლინიკოლაბორატორიული კვლევები.

არის ქალა-ტვინის ტრავმა, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში. დაზიანებებია თავის და სახის არეში", - დასძინა ექიმმა ივანე ავაზაშვილმა.

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს გვიან ღამით დაესხნენ თავს. როგორც მისი ძმა, "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მას რამდენიმე პირი ფიზიკურად სადარბაზოსთან გაუსწორდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება