ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს 4000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.

ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება