გორში, გმირების მემორიალთან აქცია სლოგანით - ,,არა, რუსულ კანონს" მიმდინარეობს.
აქციაზე აცხადებენ, რომ კანონი, რომელიც საზოგადოების შუაზე გახლეჩას იწვევს, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
,,ჩვენ, დღეს, გორში შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ამჯერად გორიდან, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ - ,,არა, რუსულ კანონს"! ჩვენ არ ვეთანხმებით კანონს, რომლის მიღებაც ასე სურს ხელისუფლებას და ეს არის საზოგადოების ძირითადი ნაწილის გზავნილი. კანონი, რომელიც იწვევს საზოგადოების გახლეჩას, ვერასდროს იქნება ქართული ინტერესების გამტარებელი და ამ კანონის მიღება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
ჩვენი პარტნიორები ზუსტადაც გვეუბნებიან, რომ არ არის მათთვის მისაღები ეს კანონი და ამ კანონის მიღება არ ნიშნავს მათთან მეგობრობისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ კანონს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა ტრაპაიძემ.
აქციის მონაწილეები გმირების მემორიალთან შეკრების დასრულების შემდეგ გორის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ტრანსპარანტებით მსვლელობას გეგმავენ.