თიის როიტენი -“ქართული ოცნების” ანტიევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს - თუ პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს

თუ საქართველოს პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება აქამდე დავიდა. “ქართული ოცნების” ანტი-ევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს.

თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს.

ეს არჩევანი ბატონმა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. არა რუსულ კანონს”, - წერს როიტენი.

ცნობისთვის, როიტენი ერთ-ერთია 31 ევროპარლამენტარიდან, რომლებმაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს გაწევრიანების პროცესში ნებისმიერი შემდგომი პროგრესის გარეშე, ვინაიდან, “საქართველოს ოფიციალური პირებისა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს”.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება