ნათია კუპრაშვილი - დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა - საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.

ნათია კუპრაშვილის განმარტებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ სამი ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათსაათიანი შუალედებით იყო ორი ზარი, გერმანიიდან.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ გამოძიება დაწყებული და თვითონ უნდა მირეკავდნენ, მაგრამ ვაპირებ მე თვითონ დავუკავშირდე, შევიტან განცხადებას. როცა მისამართს გიცხადებენ და გეუბნებიან, რომ ქვემოთ გელოდებიან, ეს უკვე ჩვეულებრივი ზარი აღარ არის. პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით პირდაპირი მუქარაა“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება