დიმიტრი პესკოვი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტების ქსელი გამოავლინა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი დააკავეს, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტისგან შემდგარი ქსელის შემადგენლობაში შედიოდნენ და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გატაცებას, შემდეგ კი მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება