გრუნის რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამართულ საერთაშორისო შეკრებას პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის რანგში დაესწრო

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გამართულ საერთაშორისო ფორუმს - „Global Collaboration, Growth, and Energy for Development“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია სპეციალური სტუმრის სტატუსით, პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის რანგში, ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი წარმომადგენლობითი იყო და მას 60-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის, 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები და სხვა, ჯამში, 1000-ზე მეტი საპატიო სტუმარი ესწრებოდა.

„ვახტანგ ჭარაიამ მოლაპარაკებები გამართა ორგანიზატორებთან გრუნისა და WEF-ის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე. კერძოდ, განხილულ იქნა ახალი ერთობლივი კვლევის, 2024 წლის Global Gender Gap Report-ის შედეგები, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გახდება ხელმისაწვდომი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Accelerators Network-ში გრუნის გაწევრიანების საკითხი, რომელიც უნივერსიტეტს შესაძლებლობების ფანჯარას გაუხსნის ახალი ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების განსახორციელებლად, მისი ცალკეული ინიციატივების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებისა და WEF-თან ახალი ერთობლივი პროექტების წამოსაწყებად.

გრუნი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას და ახალი პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება