მერია - გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში გორის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და მერიის კონტრაქტორი კომპანია ჩაერთო.

„ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ბოლო რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები - რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.

ნალექის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მდგომარეობის გართულება, შესაბამისად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება