უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

„2024 წლის 8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მტერმა 76 საჰაერო თავდასხმის იარაღი - 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენა“, - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 33 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 2 მართვადი Kh-59/Kh-69 რაკეტა და Shahed-ის ტიპის 20 დრონი გაანადგურეს.

რუსული ძალების მიერ გვიან ღამით განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება