ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა - მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ლვოვის, ვინიცას, კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქების მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 20-ზე მეტი დრონი გაუშვა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა განახორციელეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება