ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილს - მას შემდეგ, რაც მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი მოგეკითხებათ

მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გამოჩნდით ჩრდილიდან, მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ,- ასე მიმართავს ფონდ "ღია საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

ხუციშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მიერაა ინიცირებული.

„მინდა, პირადად მივმართო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს - მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გამოჩნდით ჩრდილიდან, მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა, ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ. რეალურად კანონიც თქვენი ინიცირებულია, ეს ძალადობაც თქვენი წამოწყებულია, ყველა დანარჩენი, სამწუხაროდ, მხოლოდ თოჯინა და სათამაშოა თქვენ ხელში, მაგრამ ასე შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება