უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა ალექსანდრე კუბრაკოვი რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის და უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ალექსანდრე კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 272 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისთვის, 9 მაისს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავად კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურსა და ფრაქცია „ხალხის მსახურს“ მასთან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ განუხილავთ. უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ორ ცალკეულ განყოფილებად გაყოფასა და კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება