სერგო ჩიხლაძე - „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების ქმედებები იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ

„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების მხრიდან გზავნილები კიდევ უფრო დამძიმდება და გარკვეული ქმედებებიც იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით მდგომარეობაც უფრო დამძიმდება და ამიტომ, პროცესები მხოლოდ პარტნიორების გზავნილებით არ შემოიფარგლება.

"ჩვენი მდგომარეობაც ქვეყნის შიგნით უფრო დამძიმდება და თქვენ ხედავთ ამ ძალადობას. შესაბამისად, არა მარტო გზავნილები, არამედ გარკვეული ქმედებებიც იქნება დასავლური სამყაროს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ. მარტო გზავნილებით ეს არ შემოიფარგლება," - განაცხადა ჩიხლაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება