„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერები გააკრეს

„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან პოსტერები გააკრეს წარწერებით: „აქ ხურდავდება უცხოური ვალუტა“, „ნაცების მფარველები“, „ერის მტერი“ და ასე შემდეგ.

ამასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისში, პოსტერებთან ერთად, საღებავით არის გაკეთებული წარწერა: "აგენტები". ასევე, დატანილია უცენზურო სიტყვები.

რიგ დაწესებულებებზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენობებზე გაკეთებულია შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები, პოსტერებზე კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ფოტოებიც არის გამოსახული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება