ისრაელის საელჩო - ჩვენი ღრმა პატივისცემა და მადლიერება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში

ჩვენი ღრმა პატივისცემა და მადლიერება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში. პატივს მივაგებთ ყველას ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ღირსეულ ბრძოლაში,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს შეფასებით, დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ ანტისემიტიზმისა და რასიზმის მზარდ ტალღას, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ გამარჯვების ეს დღე.

„მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან დაახლოებით 700 000 ჯარისკაცი იბრძოდა და თითქმის 400 000 დაიღუპა. უსასრულო მადლობა საქართველოს ვეტერანებსა და გმირებს. თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა სიამაყით უნდა ატაროთ ეს მემკვიდრეობა.

დღევანდელ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ ანტისემიტიზმისა და რასიზმის მზარდ ტალღას, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ გამარჯვების ეს დღე და ყოველივე, რასაც ის გულისხმობს, რომ თავისუფლებამ, დემოკრატიამ და ტოლერანტობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება