ირაკლი კუპრაძე - გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ! - საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ქვეყანაში ძალადობა ხდება

გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ - საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ქვეყანაში ძალადობა ხდება, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ, გია ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

კუპრაძე ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ პირებს გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ.

„ცხადია, ამ ყველაფერს სჭირდება ერთადერთი რამ, ერთიანობა მოსახლეობის მხრიდან, რაც გამოხატული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ყველა შრეში. მოგიწოდებთ სტუდენტებს გამოხვიდეთ და გაიფიცოთ, მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, თანაკურსელებს, თანაუნივერსიტეტელებს, ადამიანებს, ვინც მუშაობთ იურიდიული მიმართულებით სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში, პროკურორებად, გამომძიებლებად, პოლიციელებად გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ხდება ქვეყანაში ძალადობა. ნუ იქნებით სიჩუმით იმ დანაშაულის მონაწილე, რასაც ივანიშვილი სჩადის, ის 83 დეპუტატი და სულ რაღაც რამდენიმე ჩინოვნიკი, ვინც ცდილობს, რომ ზეწოლით, ძალადობით, თქვენი ხანდაზმული მშობლები იძულებთ წაიყვანონ საპროტესტო აქციებზე. თქვენი შვილები დააშინონ, დაურეკონ და აგინონ. დღეს გამოსავალი ჩვენი ქვეყნის დასახსნელად არის ერთადერთი, საქართველოს რუსეთში არ გაგატანთ, არ ვიქნებით ამ სიჩუმის თანამონაწილე. ახლა ჯერ თქვენზეა საჯარო მოხელეებო, პოლიციელებო, თქვენ შეგიძლიათ ის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ, გარუსების წინააღმდეგ. თუ ეს ნავსი გატყდება უნდა მივიჩნიოთ, რომ რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანაში დამარცხდება“, - აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, ‘ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება