თეონა აქუბარდია - „წითელი ტერორის“ დროს აგენტების იარლიყის მიწებებით და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ხვრეტდნენ საქართველოს მოქალაქეებს - სწორედ ამ გზას ადგას „ქართულ ოცნება“

„წითელი ტერორის“ დროს აგენტების იარლიყის მიწებებით და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ხვრეტდნენ საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ ამ გზას ადგას „ქართულ ოცნება“, როდესაც ხალხს აშინებს, რათა ძალაუფლება კრემლის ძალით შეინარჩუნონ - ვერ შეაშინებენ იმ ხალხს, ვისაც სამშობლოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება არ სურს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის შეშინებული მთავრობის განაცხადი, რომელიც წავიდა ხალხის წინააღმდეგ, არა მხოლოდ კანონით, არამედ ფიზიკური დაპირისპირებითა და ტერორით.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, "ქართული ოცნების" წევრები ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან და ასევე, აუცილებლად პასუხს აგებენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ხალხს აშინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

"რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ", რომ თავად ოპოზიცია აცემინებს ოპოზიციონერებს და რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რომ 9 აპრილს იყო ჭყლეტა, ისე როგორც ამას როდიონოვი ამტკიცებდა, გასაგებია, რომ ეს არის შეშინებული მთავრობის განაცხადი, რომელიც წავიდა ხალხის წინააღმდეგ, არა მხოლოდ კანონით, არამედ ფიზიკური დაპირისპირებით, ტერორით. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ისტორიიდან ტერორი რას ნიშნავს და რა მოუტანა ამან, მათ შორის, საქართველოს და ამ გზას ადგანან. კლასიკური რუსული გზა აირჩიეს მათ, მაგრამ ისინი ვერ შეაშინებენ იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ სამშობლო, იმ ხალხს, ვისაც არ სურს, ამ სამშობლოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. გადაიხდიან ძალიან დიდ ფასს, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და ლიდერები, არამედ აუცილებლად პასუხს აგებენ ყველა ის ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ახლა აშინებენ ხალხს და ფიზიკურად უსწორდებიან განსხვავებული აზრის გამო. როდესაც "ქართული ოცნება" გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ის იწყებს ღია ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს გარდაუვლად დასრულდება "ქართული ოცნების" მარცხით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შიშს, რის ქვეშაც იმყოფება ახლა ივანიშვილი. ამ ტერორის გამოხატულება, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან, ეს არის შეშინებული ივანიშვილის ძალადობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, გუშინ, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება