სამინისტრო - ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი; პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.

„საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.

სააგენტომ, 2023 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუღარეშში (საიტი - ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3), პირველადი დაცვითი ღონისძიების სახით, უკვე განახორციელა ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რითაც შეიზღუდა დაბინძურებულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების გადაადგილება. ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. აღნიშნულ საქმიანობის განსახორციელებლად, სააგენტომ გაიარა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და, მიმდინარე წელს, მშენებლობის ნებართვა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლენტეხის რაიონში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა