შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისა და NGO-ის ჯგუფის სახით გაფორმდა ანტიქართული მოძრაობა - 29 აპრილს დაინახავენ ერთად მდგომ ხალხს, ამ შიშიდან გამომდინარე მანიპულაციებს ცდილობენ, თითქოს, ვიღაცას აქციაზე მისვლას აიძულებენ

[29 აპრილს] დაინახავენ ერთად მდგომ ქართველ ხალხს, ამ შიშიდან გამომდინარე ახლა მანიპულაციებს ცდილობენ, თითქოს, ვიღაცას მისვლას აიძულებენ. როგორ შეიძლება ადამიანს იძულება დასჭირდეს იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ქვეყანა, თავისი ეკლესია დაიცვას, რომელსაც დღეს უკვე ღიად ესხმიან თავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ 28 აპრილს დაგეგმილ აქციასაც და აღნიშნა, რომ „ეს ანტიქართული მოძრაობაა“.

„ჩვენ ვხედავთ NGO-ის და ოპოზიციის ამ ჯგუფს, ეს უკვე გაფორმებული სიმბიოზია. აქამდე ცდილობდნენ ფარული ყოფილიყო და ხილული არ ყოფილიყო, დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ერთი სიმბიოზია, NGO-ის გარკვეული ჯგუფის და ოპოზიციის ერთი ორგანიზმია, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც ერთი ჰყავს, შემაგულიანებელიც ერთი ჰყავს და გეგმების დამსახველიც - ერთი. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც ოპოზიციისა და NGO-ის ჯგუფის სახით გაფორმდა. კარგია, რომ ეს ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ხალხმა დაინახა, ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს პატარა დაჯგუფება სიმბიოზი NGO-ის და ოპოზიციის, საბოლოო ჯამში, როგორც ანტიქართული მოძრაობა, ასე გაფორმდება და ასე დაინახავს მას ქართველი ხალხი“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მისვლას აიძულებენ.

„ეს განცხადებები მხოლოდ შიშს აჩვენებს ოპოზიციაში, შიშს იმ NGO სექტორში, რომელიც ამ ანტიქართული მოძრაობის ორგანიზატორია. შიშს დიდი თვალები აქვს და ეს დიდი თვალები კარგად ხედავს, თუ რას დაინახავენ ისინი 29-ში. ისინი დაინახავენ ერთად მდგომ ქართველ ხალხს, ამ შიშიდან გამომდინარე ცდილობენ ახლა მანიპულაციებს და მაქინაციებს, თითქოს, ვიღაცას აიძულებენ მოსვლას. როგორ წარმოგიდგენიათ ათიათასობით ადამიანის სადმე იძულებით მისვლა, ან როგორ შეიძლება იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ქვეყანა, თავისი ეკლესია, რომელსაც დღეს უკვე ღიად ესხმიან თავს. ამას რომ ფიქრობს საერთოდ ვინმე და საჯაროდ ამბობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ტრიადა დაიცვას - მამულის, ენის და სარწმუნოების, უკვე აჩვენებს, რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ სპეკულაციებს ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი