პაატა მანჯგალაძე - ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“

კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს: „კი რუსულ კანონს, არა ევროპას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს „სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები, რომელიც ქვეყანაშია“.

„მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ: ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს ის სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი ფასები, რომელიც ქვეყანაშია.

შენ მოგწონს ის, რომ მხოლოდ 2023 წელს 163 000 ქართველი ანუ ერთი ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან და 52 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა?

ამ კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს - „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“, რაც საქართველოს და ჩვენი უკეთესი მომავლის წინააღმდეგ წასვლაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი