გრიგოლ გეგელია - უჩვეულო შეკრებაა, ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ - ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევდი სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა, ამაზე არაფერი თქვან

უჩვეულო შეკრებაა. ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ - მათ ვურჩევდი ტვინის ბოლო ნაკუჭები, რაც დარჩათ, სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა არაფერი თქვან, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ პარლამენტთან განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი საზოგადოების შეკრება როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ელემენტებითაა განპირობებული.

გეგელია მმართველ პარტიას დღევანდელი შეკრების შეფასებებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

„ეს ძალიან საინტერესო ფორმაა, რომელიც აერთიანებს როგორც საზოგადოებრივ შეხვედრას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო, ამავე დროს გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელემენტიც. დღეს აქ არაფერი პოლიტიკური არ ჟღერდება. ერთად აღვნიშნავთ აღდგომას. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი შეკრება და ერთობა კიდევ სხვა რამესაც ეხება, ამიტომ უჩვეულო შეკრებაა. ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ. "ქართული ოცნებისთვის" წმინდა არაფერი არსებობს, ამიტომ არ გამიკვირდება ბატონი კობახიძე თუ გამოვა და რიგით პარანოიას გვეტყვის, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა არაფერი თქვან, თავიანთ ცინიკურ და რუსულ ჟანრში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ქაშვეთის ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცულობენ. აქციის მონაწილეები ასევე პარლამენტისა და პირველი გიმნაზიის წინა მხარესაც არიან თავმოყრილი. ადგილზე, მობილიზებულები არიან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებიც.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება