რუსთავში უფლის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ

უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს რუსთავში.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დვალიშვილი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას დაესწრნენ და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა და ლოჯისტიკის მენეჯერმა, ლაშა მჭედლიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება