სამცხე-ჯავახეთი უფლის აღდგომას ზეიმობს

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები განსაკუთრებულად ეგებებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგიას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება