მარია ზახაროვა - ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ამჟამად, ცივი ომის შემდეგ ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნები Steadfast Defender (მტკიცე მცველი) რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად ემზადება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებს არ მიმართავს და პირიქით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით ნატო ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება