„ფაზისი არასოდეს იქნება რუსული“ , „მდუმარება უმოქმედობას არ ნიშნავს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში მდუმარე აქცია გაიმართა

„ფაზისი არასოდეს იქნება რუსული“ , „მდუმარება უმოქმედობას არ ნიშნავს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს, მოგვიანებით კი, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.

მათი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

„რამდენიმე დღეა, რაც ფოთში დავიწყეთ საპროტესტო აქცია. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, ვიბრძვით ჩვენი ევროპული მომავლისთვის. გადავწყვიტეთ მდუმარე აქცია მოგვეწყო და პატივი მიგვეგო 8 აგვისტოს და 9 აპრილს დაღუპულთათვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ამისთვის სიცოცხლე გასწირეს. ასევე, ვუერთდებით დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა აქციის მონაწილე ანა კუბეციამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება