ბათუმში სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, - ამის შესახებ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა განაცხადეს.

ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ და “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დედაქალაქში თანამოაზრეების მიმართ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები.

ბათუმელი სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება