შს მინისტრის მოადგილე - აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება - აუცილებლად გავარკვევთ, როგორ მოხვდა ეს საშუალებები ამ ადამიანების ხელში

თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შსს აუცილებლად გაარკვევს როგორ მოხვდა აქციის მონაწილეების ხელში აღნიშნული საშუალებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები გამოყენებული. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება