ანონსი  1 მაისი

1-ელ მაისს, 10:00 საათზე, AD BLACK SEA-ს ინიციატივით, დიზაინის ფესტივალი გაიმართება.

მის: დოდო აბაშიძის ქ.#10

საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი - 599361977; ბექა მაისურაძე - 598 669 169

1-ელ მაისს, 10:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქ.N10

1 -ელ მაისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

1-ელ მაისს, 12:00 საათზე, საიას ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ, რომელზეც პარლამენტის წინ აქციის მონაწილების უკანონო დარბევისა და დაკავებულების შესახებ ისაუბრებენ.

მის: კახიძის 15

1-ელ მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომათა დარბაზი

1 -ელ მაისს 13:00 საათზე, სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიასა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

თემა: შეხვედრაზე შედგება პრეზენტაცია და განხილვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლების ინიციატივის - საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზიციური პარტიების ერთობის და ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ.

მის: სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი, თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: 555 500 710

1-ელ მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, საპარლამენტო ოპოზიცია ბრიფინგს გამართავს.

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

1-ელ მაისს, 17:00 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბრიფინგს გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი 80

1-ელ მაისს, 17:15 საათზე, ევროკავშირის საელჩოში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდება.

მის: ჭავჭავაძის #64

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

1-ელ მაისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ მუსიკოსისა და გიტარისტის, თემურ ყვითელაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას გამზ. 36/1, კინოთეატრი „ამირანი“.

კონტაქტი: 577 40 74 00.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება