საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სტუმრებს მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სტუმრებისთვის ბაზაზე სიმულაციური საჩვენებელი მოქმედებები გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ურბანულ ხანძარზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციის, საცოც კედელზე სამთო და სხვადასხვა სახის სამაშველო მოქმედებები.

„ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონურ მხარესთან, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, სხვადასხვა სწავლების ჩატარების მიმართულებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს