ევროპარლამენტმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 30-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

რა შესწორებებით იქნა რეზოლუცია საბოლოოდ მიღებული, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ევროპარლამენტს შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე არ გაუვრცელებია, თუმცა რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

რეზოლუციის საბოლოო ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ მაშინვე შემოგთავაზებთ, როგორც კი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე მისი ოფიციალურად გამოქვეყნება მოხდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს