შალვა პაპუაშვილი - ვისმენთ განცხადებებსა და წუხილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელიდან - მარტივი არ იქნებოდა „აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტები გაესაჯაროებინათ?!

ვისმენთ განცხადებებსა და წუხილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელის სტუქტურებიდან - ამდენ წუხილზე უფრო მარტივი არ იქნებოდა გაესაჯაროებინათ “აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ და “ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტები? ხომ უმარტივესი ნაბიჯია? ხომ არის ხუთი წუთის საქმე, რაც შეუძლიათ დღესვე გააკეთონ! - ამის შესახებ ბათუმში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა მაგალითისთვის “დროა“ და “სირცხვილია“ რამდენჯერმე ახსენა და როგორც აღნიშნა, ეს ორი ორგანიზაცია აღნიშნული ფიონდებიდან გაუმჭვირვალედ ფინანსდება და მათი დაფინანსების მოძიება შეუძლებელია.

„არგუმენტი ასეთია: - კანონპროექტი ცუდია, რადგან ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თქვა, რომ ის ცუდია. ეს ხომ არგუყმენტი არ არის! ეს არის ავტორიტეტებით მსჯელობა. მე იმ მოცემულობიდან ამოვდივარ, რომ როდესაც არის განსჯა, მხრებზე ყველას გვაქვს თავი, ამიტომ ჩვენ თვინონ უნდა განვსაჯოთ და არა ავტორიტეტებით ვისმჯელოთ - იმან თქვა და ამან თქვა... ის რომ ვიღაცამ თქვა, რომ ცუდია, ეს არგუმენტი არ არის! როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებზე ვსაუბრობთ, უცხო ქვეყნის ინტერესში შეიძლება არ იყოს ის, რომ საქართველოში დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. პარლამენტში ქართული კანონს იღებენ, ხოლო ვინც ამ კანონს „რუსულს“ არქმევს, მიზანია ის. რომ საზოგადოებას აუკრძალოს ფიქრი, მსჯელობა, დისკუსია, ამსჯელოს კლიშეებით და აფიქრებინოს, რომ სიძლიერე არის არა ცოდნა, არამედ არცოდნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს