ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც შალვა პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება, ჟურნალისტების ნაწილი ტრანსფარანტებით მივიდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს ხვდება, ჟურნალისტების ნაწილი ტრანსფარანტებით მივიდა.

უფრო კონკრეტულად, მედიის წარმომადგენლებმა მიიტანეს პლაკატები წარწერით: “არა რუსულ კანონს” , რითაც მათ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.

მათ შალვა პაპუაშვილს შეკითხვებითაც მიმართეს, მოგვიანებით კი, პროტესტის ნიშნად პრესკონფერენციის დარბაზი დატოვეს.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტთა ნაწილს წარმოდგენილი კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. აღნიშნულ განცხადებას მედიის წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება და საპროტესტო რეპლიკები მოჰყვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს