პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი აირჩიეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ;

ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი.

2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას.

2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:

  • კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
  • გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
  • სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
  • სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
  • სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე - არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის
შალვა პაპუაშვილი - ეს „ენჯეოები“ იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, ახლა უბრალოდ ბრიუსელში და ვაშინგტონში დარბიან - ეს ის ხალხია, რომელიც ტყუილად აბეზღებდა ქვეყანას, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ
შალვა პაპუაშვილი - რანაირი სტანდარტია, როცა ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს? რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?
შალვა პაპუაშვილი - ყველა კვლევა აჩვენებდა და თავადაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებს არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი მომავალ კვირას ოფშორებთან დაკავშირებულ ვეტოს დაძლევს - ვეტოსთან დაკავშირებული არგუმენტაცია აბსურდზეა დამყარებული
შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა
შალვა პაპუაშვილი - ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები - როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ - მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია - ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის, რატომღაც ჩვენთვის არ უნდა იყოს - უსაფრთხო გარემო რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა უცხოური გავლენის გამჭვირვალობა
შალვა პაპუაშვილი - ასიათასობით მოქალაქე  გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.  დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე  რეფერენდუმი შედგა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხზე ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს - ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში საკუთარი ნება არ გააჩნიათ! როგორც დაულაგებენ გარედან, თუ რა კომბინაციით იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან - რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას, მისი განცხადება არის კონსტიტუციის დარღვევა
პარლამენტის თავმჯდომარე - ვეტოს დავძლევთ, აბა რას ვიზამთ - თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ
შალვა პაპუაშვილი კანონში „მალულად ჩამატებული მუხლების“ შესახებ განცხადებებზე - ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როცა ადამიანს წერა-კითხვა ეზარება და ბრახაბრუხი ურჩევნია - 2 კვირის წინანდელი ამბავი ახლა აღმოაჩინეთ
შალვა პაპუაშვილი - რაც ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ვიხილეთ, არის მეგობრობის უარყოფა - ეს მიუღებელი, არაევროპული ქცევაა - ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში
ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება