ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

სცენაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „შავნაბადა“, Loudspeakers, „დაგდაგანი“, quemmekh.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება