ნიკა მელია - ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაშია და ქართული საზოგადოების მიერაც მოკვეთილია

სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა. როცა ვამბობ, ყველა ბერკეტი ამოქმედდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ-მეთქი, ამ მექანიზმსაც ვგულისხმობ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს აქვს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის გათვლები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაიღლება, ფუჭია.

„[ივანიშვილმა] დაინახა რეალობა, ამ რეალობას თვალებით ჩახედა, ის მთლიანად საერთაშორისო იზოლაციაშია, ის ქართული საზოგადოების მიერ მოკვეთილია, მას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და რა თქმა უნდა, ელოდება, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ამოქმედებული იქნება ქართველი ხალხის დასახმარებლად და საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ უწყის ივანიშვილმა. ფუჭია მისი გათვლები, რომ ქართველი ხალხი დაიღლება და როგორც ის საუბრობს, ჩვენი ენერგია განიავდება. პირიქით, ეს მართალი, ისტორიული, ქართული ბრძოლაა და ქართულ ენერგიას ამ ბრძოლაში „რუსული ოცნება“ ვერ დაამარცხებს. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა, როცა ვამბობ, ყველა ბერკეტი ამოქმედდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ-თქო, ამ მექანიზმსაც ვგულისხმობ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს აქვს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს ყველა მხრივ, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ის ძალიან ავი, ბოროტი წარსული და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ აქ ქართველი ხალხი ცხოვრობს. ქართველი ხალხი ისტორიულად თავისუფლებისთვის იბრძვის, ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა, არავის მივცემთ შესაძლებლობას ეს შელახოს, თაობების მიერ მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“, - განაცხადა მელიამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

მელიას თქმით, სააკაშვილი პატიმარია, შესაბამისად, „მის განცხადებებს ვერ შეაფასებს“.

„მე პარტია „ახალის“ წარმომადგენელი ვარ, მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტია აქვს - „ნაციონალური მოძრაობა“. ის პატიმარია, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, კომენტარებს და განცხადებებს არ ვაკეთებ. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, მას აქვს თავისი მოსაზრება, ეს არ ნიშნავს, რომ პარტია „ახალში“ მის მოსაზრებას ვეთანხმებით. ამ კონკრეტულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება, სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი მისი ეს განცხადება, თქვენ რომ არ დაგესვათ კითხვა. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს, მას თავისი ხედვა აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად კავშირში არ არის პარტია „ახალთან“, - განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება