კახა კალაძე - ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია - როცა მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ცუდია, არ შეიძლება!

ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია - როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, {ისე} ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა? როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ბულინგი? მაგრამ აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. მაგალითად: „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება! როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ ეს ადამიანი გმირად გამოეყვანათ, აი, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკოსები - არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, ოპოზიცია, მე მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ, ამ ყველაფერს უნდა გავემიჯნოთ და პირდაპირ უნდა დავგმოთ. როგორ შეიძლება ან ფიზიკური ძალადობა მოგწონდეს ან თუნდაც იგივე ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში.

მე რა მინდა გთხოვოთ, ჩვენ ყველას ხომ გვინდა, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიგმოს. მე ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად: „პოსტივის“ ჟურნალისტს თქვენთან ერთად და თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე „იმედის“ ჟურნალისტს? გამოდის - არ მახსოვს ბუღაძე იყო, თუ ამაღლობელი, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა აქციაზე. როგორ შეიძლება, ეს სწორია?

ჩვენ თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ეს იქნება ძალიან ცუდი და მძიმე. ხაბეიშვილის ქცევა ნორმალური იყო? მოგეწონათ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების კორდონში შევარდნა, პოლიციელებზე შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლების, მძიმე საგნების სროლა. მეგობრებო, დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ხომ დაცულია? ნებისმიერ ადამიანს ხომ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმის, თუნდაც აქციებით? მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს ქვები ესროლონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, აფურთხონ, აგინონ და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება