ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე - არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები

არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიური და გაცილებით უფრო მძიმე კანონი შენთან დღესაც მოქმედებს და როდესაც კანონი ეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ნამდვილად არის შესაცვლელი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების განსამტკიცებლად, როგორიც არის იგივე ამდენი ხნის განმავლობაში უვიზო რეჟიმის შემოღება, ან ელემენტარულად ვიზის აღების განჭვრეტადი ვადის მიღწევა მაინც, პირდაპირი ფრენების შემოტანა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა მათ შორის აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და ეს გამოიხატა ბევრ საკითხში, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი კრიზისების ერთობლივად დაძლევაში, როგორიც იყო ავღანეთი, ერაყი, ასევე ავღანეთიდან ამერიკული შენაერთების გამოყვანა და საქართველოს პირდაპირი ჩართულობა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამ მიმართულებით. დღესაც, როდესაც ომი გრძელდება უკრაინაში, საქართველო ერთგული არის და ასრულებს ალბათ ყველაზე საუკეთესოდ, მათ შორის ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებითაც, სანქციების იმპლემენტაციის პოლიტიკას, ანუ სანქციებიდან თავის არიდება, რომ არ მოხდეს რუსეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან. ასე რომ ჩვენც გვაქვს უფრო მეტი მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან და უკეთესი იქნება ცვლილება ამ მიმართულებით. თუ ყველა დავინახავთ, რომ გამჭვირვალობა პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი