ფრიდონ ინჯია - დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში

სვანებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით ასეთი მრავალფეროვანი იყოს. მათ თავის­ დროზე ერთობლიობით მედგრად დაიცვეს საკუთარი სიწმინდეები, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ მესტიაში განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციურ კანონპროექტებში ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მთის ხალხი განსაკუთრებით იცავს ოჯახურ სიწმინდეს.

„მთაში ყველა ოჯახს თავისი წეს-კანონი აქვს - პატარა კონსტიტუცია და იტყვიან, ჩემს ოჯახში ასეა მიღებულიო. მაგრამ ასეთი უზნეობა, რისი მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში, მიუღებელია ნებისმიერი ოჯახისთვის.

დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს