შალვა პაპუაშვილი -  ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება

ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება და მოვისმინოთ მოსახლეობის დამოკიდებულება და მოსაზრებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მესტიაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციაში ცვლილება და ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე.

„ზოგადად, დემოკრატიაში, ისეთში, როგორიც საქართველოა, ძალაუფლების წყარო, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი ამ ხელისუფლებას, არჩევნების გზით, პერიოდულობით თავის წარმომადგენლებს გადასცემს მანდატს, ჩვენ შემთხვევაში, ოთხი წლით, რომლებიც უკვე ამ მანდატით აღჭურვილი იღებენ კანონებს, სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, ირჩევენ მთავრობას და ა.შ. ამას ჰქვია წარმომადგენლობითი დემოკრატია. თუმცა, ჩვენი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს, რომ არის მომენტები, როდესაც ეს მანდატი არ არის საკმარისი და საჭიროა, კვლავ ხალხთან უშუალო კონსულტაციის გავლა და გადაწყვეტილების ჩამოყალიბება. ჩვენი კონსტიტუციით, ეს ეხება საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპებს, ძირითად ღირებულებებს, ქვეყნის მოწყობის ძირითად სტრუქტურას. ის საკითხები, რაც არის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი თანაცხოვრების ძირითადი პრინციპები, ასახულია კონსტიტუციაში.

ამიტომ, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაღაც დავაზუსტოთ, რაღაც შევცვალოთ და დავაკონკრეტოთ ჩვენ მთავარ თანაცხოვრების პრინციპებში, ამ დროს კონსტიტუციის ცვლილებაზე ვფიქრობთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთი თვის განმავლობაში, 17 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასკვნას, თუ როგორ ხედავს ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებას და საპარლამენტო განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს