სალომე სამადაშვილი - სენატორების წერილი განგაშის ზარია - ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის დახმარება

ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა - ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ ჩვენი ხალხისთვის გაიღეს, პირდაპირ მიდის ქართველი ხალხის სიკეთისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ასევე, რაც მთავარია ჩვენის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა დიდწილად, სწორედ ამერიკულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ბიძინა ივანიშვილი რომელიც იღებს კანონს, რომელიც [ცდილობს] მისი და სხვა ოლიგარქების სანქცირებული ფული ისე შემოზიდოს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადოს, ქართველ პენსიონერს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანს, ქართველ ახალგაზრდას და დაიცვას რუსული ჭუჭყიანი ფული გადასახადებისგან, ამის პარალელურად ჩვენ ახლა გვაყენებს დარტყმის ქვეშ, რომ დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან რუსული ხელისუფლების შეჩერებას ვირჩევთ, ან საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას დაადგება. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა