მარნეულის კულტურის ცენტრში საბავშვო - ვოკალური სტუდიის კონცერტი გაიმართა

მარნეულის კულტურის ცენტრში საბავშვო-ვოკალური სტუდიის კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო–ვოკალური სტუდიის აღსაზრდელებმა, ლეგენდარული ანსამბლი „მზიურის" შემოქმედება გააცოცხლეს და მათი რეპერტუარიდან უკვდავი სიმღერები შეასრულეს.

„ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა თაობის „მზიურელები" და ცნობილი მუსიკოსები ესწრებოდნენ.

კონცერტი მიზნად ისახავს საბავშვო თუ საყმაწვილო ქართული სიმღერებისადმი მომავალი თაობის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მის უფრო მეტად პოპულარიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024