მაკა ბოჭორიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - არასწორი ინტერპრეტაციებია! საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება

არასწორი ინტერპრეტაციებია! საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება, რადგან ის არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას.

„ისევ და ისევ არასწორი ინტერპრეტაციები ხდება, სწორად აქცენტის გაკეთება არ ხდება. აქ საუბარი არ არის ადამიანის უფლებების რაიმე შეზღუდვაზე. წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ამ აქცენტით მოხდეს. ეს კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერანაირად ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ის არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას. შესაბამისად, არასწორი იქნება, მას დისკრიმინაციული ვუწოდოთ, რადგან არანაირად არ ახდენს ადამიანის უფლებების დისკრიმინაციას ან ამ კუთხით რამენაირად განსხვავებას. მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს, მით უმეტეს, როცა ჩვენ არანაირი სურვილი, მიზანი და ჩანაფიქრი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნით მოხდეს”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო