ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი - ყველანაირად წელავენ პროცესს, უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში

გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი - ყველანაირად წელავენ პროცესს. უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს.

“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. თავდაპირველად, მივმართავთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. თუ ესეც არ მოხერხდა, მაშინ, ალბათ, წავალთ ევროპის სასამართლოში, გავასაჩივრებთ. საქმიდან გამომდინარე, რაც ჩანს, ლაზარეზე არაფერი აქვთ. წესით და კანონით, მგონი დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ლაზარეს მიმართ მოსამართლემ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სადღაც გულის სიღრმეში [სასამართლოს გადადებას] ველოდი იმიტომ, რომ რასაც ვუყურებთ, ხომ ხედავთ, ყველანაირად წელავენ [სასამართლო პროცესს]. უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში და ამ საბაბსაც ირგებენ თავის თავზე”, - განაცხადა გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, 8 აპრილამდე გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ გააჩნია, რის გამოც შესაძლოა ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა.

ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო