თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება

27 იანვარს, საქართველოს ეროვნულ არქივში რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გაიხსნება.

ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. საღამოზე, მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს „თენგიზ აბულაძე - ანარეკლები“, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეების, მისი ჯგუფის წევრების მოგონებები და იგი ქართული კინოს ოქროს ხანის ერთგვარ პანორამას წარმოადგენს. ამავე წიგნში იხილავთ უნიკალურ ფოტომასალას აბულაძის გადაღებებიდან. ეს წიგნის მესამე გამოცემაა და მას ამჯერად გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ ახორციელებს.

ასევე, ნაჩვენები იქნება ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძე - ნატვრის ხე“ (2002წ) და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსთვის(1971წ)“ (აღდგენილი ვერსია).

მსოფლიოში აღიარებული, გამორჩეული ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს, არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.

1956 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმი „მაგდანას ლურჯა“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმად აღიარეს.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ, ტრილოგიის პირველ ფილმს „ვედრება“ 1974 წელს, სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრემია „გრან-პრი“ გადაეცა.

ტრილოგიის მესამე ფილმმა - 1984 წელს გადაღებულმა „მონანიებამ“ კი, სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, კანის მე-40 კინოფესტივალის „გრან-პრი“ მიიღო და ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც თენგიზ აბულაძემ ე.წ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადაიღო და წლების განმავლობაში აკრძალული იყო მისი ჩვენება, ევროპაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მას პერესტროიკის და ახალი მსოფლიოს მერცხალს უწოდებდნენ . ფილმის მთავარი გმირი ბევრმა სტალინის პროტოტიპად აღიქვა, თუმცა ვარლამ არავიძის სახით ავტორმა დიქტატორის განზოგადოებული სახე შექმნა, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე ყველა ეპოქის და ქვეყნის დიქტატორის განსახიერებად იქცა.

1987 წელს, კანში, „მონანიებას“ სამი პრიზი გადაეცა: ფესტივალის გრან-პრი, ეკუმენისტური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და "ფიპრესის" (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელი „მონანიებისთვისაც“ საიუბილეოა - ფილმის გადაღებიდან 40 წელი სრულდება.

რეჟისორის საიუბილეო კვირეული 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებებით გაგრძელდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს