თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან, თეატრის სასცენო მიმართულების გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

თეატრის 25-მდე თანამშრომელი უკვე მესამე დღეა ხელფასების 100%-ით მომატებასა და გათავისუფლებული 2 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვს.

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ თავმჯდომარე, ნიკა წიქარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ გაფიცულ თანამშრომლების აზრი მოისმინონ, ნაცვლად მათზე არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისა.

“გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ ხელფასების ზრდას და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას.

ადმინისტრაციამ, რაც შესთავაზა დასაქმებულებს, ეს დასაქმებულებს არ აწყობთ. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანების შესახებ რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაციები ავრცელონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ ადამიანებს მოუსმინონ. ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მოვიდა, რომ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში არ უსმენდნენ”, - განაცხადა ნიკა წიქარიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

“შეიძლება ციფრებში 100%-ი დიდად ჟღერდეს, მაგრამ ოფიციალურად 509 ლარს ვიღებ ხელფასს ორი წელია. შეიძლება იქ ფურცელზე 800 ლარი მიწერია, მაგრამ ამას აკლდება საპენსიოს 22%-ი. იმისთვის კი არ ვითხოვ ხელფასის მატებას, რომ ყოველ საღამოს წავიდე კლუბში, ბარში და იქ დავხარჯო, იმიტომ ვითხოვ, რომ ვიარსებო”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი; პროფკავშირი "სოლიდარობის ქსელი"; პროფკავშირების ახალი გაერთიანება და პროფკავშირი "გილდია“.

ცნობისთვის, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თეატრის ინფორმაციით, დეზინფორმაციაა თითქოს, 21 გაფიცული თანამშრომლის ხელფასი ყოველთვიურად 500 ლარს შეადგენს და აცხადებს, რომ თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 ლარი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს