ლევან ხაბეიშვილი - ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო.

„ქრისტეს აღდგომას გილოცავთ სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს. საკუთარ სამშობლოზე, სახელმწიფოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტები, საქართველოს მცველები. გილოცავთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო და მინდა გაგიზიაროთ ულევი სიყვარული. მნიშვნელოვანი დროება უდგას ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ ერთად ყოფნით, ხელჩაკიდებულები, მეტი პოზიტივითა და სიყვარულით შევძლებთ ბოროტების დამარცხებას. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად ! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება