„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა

„ჰამასის“ დელეგაცია კაიროში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი „ჰამასის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაიროში, სადაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, „ჰამასის“ დელეგაციის ვიზიტი ეგვიპტურმა მედიამაც დაადასტურა.

„დღეს განსხვავებული შედეგები იქნება. ჩვენ შეთანხმებას ბევრ საკითხზე მივაღწიეთ და რამდენიმე პუნქტი რჩება“, - განუცხადა Reuters-ს ეგვიპტურმა წყარომ.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსიც იმყოფება, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში პარასკევს ჩავიდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება