სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს