ჯეიმს ო'ბრაიენი  - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით გააგრძელოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს“, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი X-ზე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს, ანი ჩხიკვაძეს ესაუბრა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს