„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. მმართველი პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს „ქართული ოცნების” ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაკეტილია გზა.

მმართველი პარტიის ოფისთან მისვლით აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს